weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

11:37 პარასკევი, 25 თებერვალი 2022

პრეზიდენტის მიერ მოწვეულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც უკრაინაში განვითარებული მოვლენები უნდა განხილულყო, ფრაქცია „ქართული ოცნების“ 82 დეპუტატიდან არცერთი მივიდა. შესაბამისად, სხდომა ჩაიშალა.

სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. 

„ვინდაიდან საპარლამენტო უმპავლესობის მიღმა დარჩენილია 61 დეპუტატი, არსებული მოცემულობით, თეორიულადაც შეუძლებელია სხდომის გახსნისთვის საჭირო 76 დეპუტატის მიერ რეგისტრაციის გავლა. აქედან გამომდინარე რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება“, – თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სხდომას ორი მიზეზის გამო არ დაესწრო. პირველი მიზეზი არის ის, რომ, პაპუაშვილის თქმით, სხდომის დღის წესრიგის ორივე საკითხი პარლამენტის რეგლამენტს ეწინააღმდეგება.

„პირველი საკითხი ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის დაბარებას, რაც არა ამ ფორმით, არამედ თავად პარლამენტის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, ხოლო მეორე საკითხი საერთოდ არ ჯდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ რომელიმე ფორმატში;

ამ სხდომის გამართვის რეალური მიზანი არა საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვა და უკრაინელ ხალხთან სოლიდარობაა, არამედ უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და პარლამენტის სხდომის საზოგადოებაში განხეთქილების და დაპირისპირების გამოწვევის სურვილია,“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. 

მას შემდეგ, რაც გუშინ, 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, საპარლამენტო ოპოზიციამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა სთხოვა. პრეზიდენტმა ოპოზიციის მიმართვა დააკმაყოფილა და 25 თებერვლისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. სხდომის დღის წესრიგი ასეთი იყო:

  • საქართველოს პრემირ-მინისტრის მოსმენა უკრაინაში დაწყებული ომის, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს პოზიციების შესახებ;
  • საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესიის დაგმობა, უკრაინის თავისუფლების სუვერენტიტის, სუვერენტიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა;

შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს შეახსენა, რომ სამშაბათს, 1 მარტს, გაიმართება პარლამენტის მორიგი სხდომა, რომელიც პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება და ყველას ექნება შესაძლებლობა გამოხატოს თავისი მოსაზრება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]