weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

არის დრო, როცა მოქალაქეები არ არიან მთავრობა, მაგრამ მთავრობაზე უკეთესები არიან – ზელენსკი

00:43 შაბათი, 26 თებერვალი 2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და ამბობს, რომ ისინი თავიანთ მთავრობაზე უკეთესი არიან.

„საოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო! ყველას მადლობელი ვარ, ვინც თბილისში და სხვა ქალაქებში გარეთ გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ. მართლაც, არის დრო, როდესაც მოქალაქეები არ არიან მთავრობა, მაგრამ მთავრობაზე უკეთესები არიან“, – დაწერა Twitter-ზე ზელენსკიმ.

25 თებერვალს თბილისში, ჯერ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, შემდეგ კი პარლამენტის წინ მასშტაბური მშვიდობიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ომში მყოფ უკრაინელ ხალხს და დააფიქსირეს, რომ არ იზიარებენ საქართველოს მთავრობის მეთაურის პოზიციას. 

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება. მისივე თქმით, არც უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მივიდოდა, რადგან „მას თავისი საქმე აქვს, პარლამენტს თავისი, ომი უკრაინაში მიმდინარეობს“.

გარდა ამისა, დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ჩაშალეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მოიწვია. უფრო მეტიც, საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის წევრებს სხდომათა დარბაზის კარი ჩაუკეტა და შიგნით შესვლის საშუალება არ მისცა.

 

ამ თემაზე:

საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს - ღარიბაშვილი

მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს თავისი, ომი უკრაინაშია - ღარიბაშვილი

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]