weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„აბსოლუტურად მიუღებელი და გაუმართლებელია“ – კობახიძე უკრაინის ელჩის გაწვევაზე

16:33 სამშაბათი, 01 მარტი 2022

„გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუმართლებელი, მათ შორის იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველომ გააკეთა, გასული დღეების განმავლობაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევაზე. 

ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, ყველა ფორუმსა და პლატფორმაზე, სადაც უკრაინის საკითხი დადგა, მათ შორის, გაეროსა და ევროსაბჭოში, საქართველომ „ქმედითი ნაბიჯებით გამოხატა“ საკუთარი პოზიცია.

„როდესაც ასეთ დროს იდგმება ასეთი ნაბიჯი, ეს არის ერთადერთი რამის გამოხატულება, საქართველოს ჩათრევა უნდათ ომში – აქ!“, – განაცხადა კობახიძემ, თუმცა არ დააკონკრეტა, ვის უნდა ეს.

ირაკლი კობახიძისთქმით, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სანქციები არცმოლდოვამ, თურქეთმა, აზერბაიჯანმა და ისრაელმა დაუწესეს.

„არცერთთან მიმართებაში მსგავსი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. მიზეზი არის ერთადერთი – ინტერესი, რომ ან თურქეთი, ან მოლდოვა, ან აზერბაიჯანი, ან ისრეაელი და ა.შ. ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში არ არსებობს. ეს არის მარტივი ახსნა. სანქციები იქაც არ დაუწესებიათ, მაგრამ არავის გაუწევია ელჩი. 

იგივე ეხება ზუსტად მოხალისეების თემასაც. პირდაპირი მცდელობა იყო მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში ვყოფილიყავით ჩართული სამხერო კონფლიქტში და ამას მოჰყვა შემდეგ ეს ძალიან სამწუხარო ნაბიჯი“, – განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს თქვა, რომ უკრაინა საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს უკან გაიწვევს – „იმ მოხალისეების დაბრკოლების გამო, რომლებსაც დახმარება სურთ და სანქციების მიმართ ამორალური პოზიციის გამო“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]