weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია 

15:23 სამშაბათი, 01 მარტი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

საქმე ეხება სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციას და უკრაინაში გამგზავრების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლას. 

„ჩვენი დიპლომატები სწორედ ახლა ახორციელებენ სამართლიან და აბსოლუტურად აუცილებელ გადაწყვეტილებებს იმ სახელმწიფოებთან მიმართებაში, რომლებმაც უღალატეს თავიანთ სიტყვას და საერთაშორისო სამართალს. 

ჩვენ დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს ყირგიზეთიდან კონსულტაციისთვის უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამართლების გამო. 

ჩვენ დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან იმ მოხალისეების დაბრკოლების გამო, რომლებსაც დახმარება სურთ. სანქციების მიმართ ამორალური პოზიციის გამო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა, მათ შორის, აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის ფედერაციას სანქციები დაუწესა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდება, რადგან ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა დაამატა, რომ „სანქციები ეფექტური არ არის“.

„ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი, უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ვხედავთ, რომ ამის შემჩერებელი დღეს არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. ისიც ვთქვათ, თუ ვინ ომობს დღეს უკრაინაში – ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, მან არგუმენტად დაასახელა ის ეკონომიკური სარგებელი, რასაც საქართველო რუსეთში ექსპორტითა და ფულადი გადმორიცხვებით იღებს. ღარიბაშვილის ინფორმაციით, ამ თანხამ, ბოლო რვა წლის განმავლობაში, 10-12 მილიარდი შეადგინა. ამის გამო, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს მოსახლეობის სანქცირებას ნიშნავს.

 

ამ თემაზე:

მთავრობის ნებართვით უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს – კობახიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]