weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროკომისია უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებზე წერილობით პასუხს ამზადებს

10:39 სამშაბათი, 08 მარტი 2022

ევროკავშირის წევრობაზე ე.წ. ასოცირებული ტრიოს – უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიერ წარდგენილი განაცხადების განხილვის პროცედურა დაიწყო. ევროკომისია წერილობით პასუხს ამზადებს, სადაც თითოეულ განაცხადთან დაკავშირებით მოსაზრება იქნება დაფიქსირებული. 

ამის შემდეგ, ევროკავშირის 27 ქვეყანა მოილაპარაკებს, მისცენ თუ არა უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. კანდიდატის სტატუსის მინიჭება წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობაა. 

უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნაა, რომ უკრაინა ევროკავშირში დაჩქარებული პროცედურით მიიღონ. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, ევროკავშირმა უკრაინის განაცხადი ცალკე უნდა განიხილოს. 

„ჩვენი ქართველი და მოლდოველი პარტნიორების მიმართ მთელი პატივისცემით – მოლდოვასა და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადების წარდგენა ახლა ჰგავს მცდელობას, მიამაგრონ თავიანთი ორი ვაგონი ჩქარ უკრაინულ მატარებელზე, რომელიც ბრიუსელში მიემართება“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერეს და დოკუმენტი ბრიუსელში გაგზავნეს, რის შემდეგაც მისი განხილვა დაიწყო. მას შემდეგ განაცხადები საქართველომ და მოლდოვამაც წარადგინეს.

საქართველო ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წარდგენას 2024 წელს აპირებდა – მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულებით აღებული მნიშვნელოვანი ვალდებულებები შესრულებული იქნებოდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 3 მარტს, განაცხადზე ხელის მოწერამდე განაცხადა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კარგი მმართველობა საქართველოში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]