weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა

21:48 ორშაბათი, 28 თებერვალი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა, რის შემდეგაც თქვა, რომ „დარწმუნებულია, ეს რეალურია“. დოკუმენტი უკვე გაიგზავნა ბრიუსელში.

„ამ წერილით უკრაინას, როგორც ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლში დადგენილ ღირებულებებს, აქვს პატივი, წარადგინოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 49-ე მუხლის შესაბამისად“, – ნათქვამია წევრობის განაცხადში.

შეთანხმების მე-2 მუხლის მხედვით, ევროკავშირი ემყარება „ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემას, მათ შორის, უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების“. 49-ე მუხლში კი ნათქვამია, რომ ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს მე-2 მუხლში მითითებულ ფასეულობებს და მოწოდებულია მათი ხელშეწყობისთვის, შეუძლია გახდეს კავშირის წევრი.

უკრაინა, ისევე როგორც საქართველო და მოლდოვა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მქონე ქვეყნებია. ევროკავშირში გაწევრიანებას წინ უძღვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება და გაწევრიანებაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებები.

 

ამ თემაზე:

პოლონეთი უკრაინის EU-ში დაჩქარებულად გაწევრიანებას მხარს უჭერს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]