weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

საგარეო პოლიტიკას პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავენ, პრეზიდენტს შეხება არ აქვს – ინჯია

15:04 ორშაბათი, 14 მარტი 2022

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავენ და არა პრეზიდენტი.

ინჯიას თქმით, საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციიდან გამომდინარე შეზღუდულია თავის ქმედებებში.

„მის მიერ გამოითქვა უკმაყოფილება, რომ ის გახლდათ ევროპაში, შეხვდა სხვადასხვა თანამდებობის პირს, პრეზიდენტებს და უნდოდა, პარლამენტს მოესმინა მისი მოგზაურობების შედეგები, რა გაკეთდა და რა არის საჭირო. ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მას განსაზღვრავს პარლამენტი და მთავრობა. მას, როგორც პრეზიდენტს, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ამასთან შეხება არ აქვს“, – განაცხადა ინჯიამ.

დეპუტატის თქმით, პრეზიდენტი უნდა შეუთანხმდეს მთავრობასა და პარლამენტს, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს.

„მიდის პრეზიდენტი, ისმევა საკითხები, სხვა ქვეყნის ხელისუფლება რაღაც კითხვებს სვამს, სთხოვს რაღაც გადაწყვეტილების მიღებას, ამ დროს მას ეს არ შეუძლია. მგონი, ეს ზიანს აყენებს ქვეყანას და თუ იქნება შეთანხმებული შესაბამის ინსტიტუტებთან, რომლებსაც ეხება საგარეო პოლიტიკა, მაშინ უფრო ქმედითუნარიანი იქნება მისი ევროპაში და ამერიკაში მოგაზურობები, მაშინ იქნება სრული თანხვედრა. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა სწორი პრეზიდენტის მხრიდან, რადგან ჯერჯერობით პრეზიდენტს ასეთი უფლებამოსილება აქვს კონსტიტუციით“, – თქვა ფრიდონ ინჯიამ.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მთავრობამ საერთაშორისო საქმიანობაზე შეზღუდვები დაუწესა და ევროპაში სამუშაო ვიზიტებზე უარი უთხრა. ზურაბიშვილის თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ პრეზიდენტმა ევროპაში წასვლისა და იქ შეხვედრების გამართვასთან დაკავშირებით სიმართლე თქვა, კონსტიტუცია დაარღვია, „რასაც გაარკვევენ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]