weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

როდესაც უკრაინაში ომია, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში – ღარიბაშვილი

13:45 სამშაბათი, 15 მარტი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რატომ არ მისცა მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა ევროპაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე.

„ამასთან დაკავშირებით ძალიან მარტივი პასუხი არსებობს. საქართველოს კონსტიტუცია განმარტავს, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, საკითხი შეათანხმოს მთავრობასთან, ანუ მთავრობა გასცემს თანხმობას ან უარს ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვის და განხორციელების დროს.

როდესაც რეგიონში ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს, ფართომასშტაბიანი ომია უკრაინაში, მე მიმაჩნდა და მთავრობის თითოეულ წევრს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია იმისა, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი და ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

„როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი. მე მინდა ვარაუდი გამოვთქვა, რომ ის აი, ამ გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მიმდა, იმედი გამოვთქვა, რომ მალე ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ 26 თებერვალს, მთავრობამ წერილობით უთხრა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. სალომე ზურაბიშვილის თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ყველა ოფიციალური ფორმატი გააუქმა, საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და „სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა“.

ამ განცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულეს, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]