weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სააკაშვილმა ახსენა სიტყვა ნეიტრალიტეტი, ეს თემა შემოგდებულია ქვეყნის გარედან – ხელაშვილი

16:19 სამშაბათი, 22 მარტი 2022

„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ნეიტრალიტეტის საკითხს გამოეხმაურნენ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნეიტრალიტეტის თემის ზონდირება ხდება“.

„ვფიქრობ, ეს არის ძალიან საშიში რამ. ეს არის შემოგდებული, აშკარად, ქვეყნის გარედან იმისთვის, რომ საქართველოში დაიწყოს ამ ძალიან საშიში თემის განხილვა. მოგიწოდებთ პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს, ნუ აჰყვებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნუ დაიწყებთ ნეიტრალიტეტის ზონდირებას საქართველოში.

კონსტიტუციით საქართველო არის ქვეყანა, რომელიც აპირებს NATO-ში გაწევრებას. ამიტომ ნეიტრალიტეტზე საუბარი უბრალოდ ვერ იქნება.

სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხდება ნეიტრალიტეტის თემის ზონდირება, სავარაუდოდ, რუსეთიდან პირდაპირ მითითებით. მოგიწოდებთ, ამ თემას ნუ აჰყვებით. ეს თემა ქვეყნისთვის ძალიან საშიშია. საქართველო იყო, არის და დარჩება პროდასავლურ ქვეყნად“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც 17 მარტს სააკაშვილმა ნეიტრალიტეტი ახსენა, პოლიტიკოსების მხრიდან ეს თემა ისე გაიშალა, თითქოს განხილვის საგანია.

„არადა საკითხი საერთოდ არ დგას. სამწუხაროდ, მათ შორის, ჩვენი კოლეგების ნაწილი ჩართულია ამ ჰიბრიდულ ომში იმ კუთხით, რომ დეზინფორმაციას თავად ავრცელებენ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება „საქართველოს რუსეთისთვის გადაცემას“ აპირებს: „მზადდება პროვოკაცია ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, რის შემდეგაც რუსეთი მოგვთხოვს ნეიტრალიტეტს, ესენი გამოაცხადებენ ნეიტრალიტეტს და ამის შემდეგ, რამდენიმე თვეში თუ ერთ ორ წელიწადში, საქართველო გახდება რუსეთის ოფიციალური ნაწილი“, – აღნიშნა სააკაშვილმა გუშინ, 21 მარტს, სასამართლოში გამოსვლისას.

 

ამ თემაზე:

პრორუსულმა ორგანიზაციებმა საქართველოს ნეიტრალიტეტზე UN-ის უშიშროების საბჭოს მიმართეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]