weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს ჯარისკაცები ნებისმიერ აგრესორს საკადრის პასუხს გასცემენ – ჩაჩიბაია

15:21 სამშაბათი, 29 მარტი 2022
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ საქართველოს მამაცი ჯარისკაცები ჰყავს, რომლებიც ნებისმიერ აგრესორს საკადრის პასუხს გასცემენ.

ჩაჩიბაიამ განცხადება დღეს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააკეთა.

„აქ ითქვა, საქართველო აპირებდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევას იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ფართო აგრესია.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვის ძალები, მამაცი ჯარისკაცები, რომლებიც ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში საკადრის პასუხს გასცემენ ნებისმიერ აგრესორს.

ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებ ეს არის ჩვენი ხელისუფლების უზენაესი მოვალეობა, რომელსაც ვფიქრობ, რომ წარმატებით ართმევს თავს.

მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისადმი. საქართველო მხარს უჭერს და რა თქმა უნდა, მომავალშიც მხარს დაუწერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა ვლედიმერ ჩაჩიბაიამ.

28 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ რუსეთს რამდენიმე წუთი დასჭირდება, რომ საქართველო თავდაყირა დააყენოს.

„როგორ გგონიათ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ასეთი სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს? როდესაც 40 კილომეტრში, აქვე დგანან, მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია, რომელიც უკრაინაში განახორციელეს. აქვე არიან, მათი ოკუპაციის შედეგი ავტობანიდან ჩანს. რამდენიმე წუთი დასჭირდება, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს მიერთების საკითხზე საუბრისას.

 

ამ თემაზე:

როგორც ომის პროპაგანდაა დანაშაული, ისევეა ქვეყნის სისუსტის პროპაგანდა – უსუფაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]