weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხელი მოვაწერე მაროკოდან ელჩის გაწვევას, დაბრუნებულია ელჩი საქართველოდანაც – ზელენსკი

10:34 ხუთშაბათი, 31 მარტი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაროკოდან ელჩის გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. 30 მარტს, დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩიც სამშობლოშია დაბრუნებული.

„არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველასთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად. იმისთვის, რომ უკრაინამ მოიპოვოს თავისი მომავალი. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის შრომას. და არიან ისეთებიც, რომლებიც დროს კარგავენ და მხოლოდ თანამდებობაზე დარჩენისთვის მუშაობენ. დღეს ხელი მოვაწერე პირველ განკარგულებას ასეთი ადამიანის გაწვევის შესახებ, მაროკოდან ასეთი ელჩის გაწვევის შესახებ. ასევე დაბრუნებულია ელჩი საქართველოდანაც.

მთელი პატივისცემით - თუ არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება დაბრკოლებები რუსული ბიზნესისთვის - გთხოვთ, მოძებნოთ სხვა სამუშაო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ფრონტი ერთ-ერთი მთავარი ფრონტია: „იქ ყველამ უნდა იმუშაოს რაც შეიძლება ეფექტურად უკრაინული არმიის გამარჯვებისა და დახმარებისთვის“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი პირველ მარტს, საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის დახმარების მსურველი მოხალისეების დაბრკოლებისა და სანქციების მიმართ „ამორალური პოზიციის“ გამო კონსულტაციებისთვის გაიწვია. 14 მარტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზელენსკის ელჩის უკან დაბრუნება სთხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]