weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მედვედევის თქმით, რუსეთი საკვებს მხოლოდ „მეგობრებს“ მიაწვდის

14:11 პარასკევი, 01 აპრილი 2022

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი კვებ პროდუქტებს მხოლოდ „მეგობარ“ ქვეყნებს მიაწვდის.

„დღეს რუსეთი მარცვლეულის უმსხვილესი მწარმოებელია ინდოეთთან და ჩინეთთან ერთად, ბოლო წლებში კი ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია. ბევრი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება დამოკიდებულია ჩვენს მარაგებზე. გამოდის, რომ ჩვენი საკვები ჩვენი ჩუმი იარაღია. ჩუმი, მაგრამ ძლიერი.

საკვებ პროდუქტებს და სოფლის მეურნეობის კულტურებს მხოლოდ ჩვენს მეგობრებს მივაწვდით. საბედნიეროდ, ბევრი გვყავს და ისინი საერთოდ არ არიან ევროპაში და არც ჩრდილოეთ ამერიკაში. გავყიდით როგორც რუბლში, ასევე მათ ეროვნულ ვალუტაში შეთანხმებული პროპორციებით“, – განაცხადა მედვედევმა.

მან დააკონკრეტა, რომ „არამეგობრებს“ რუსეთი პროდუქტებს და სოფლის მეურნეობის პროდუქციას არ  მიაწვდის. მედვედევის თქმით, შესაძლოა გაფართოვდეს იმპორტისთვის აკრძალული პროდუქციის ჩამონათვალიც, რომელიც 2014 წლიდან არსებობს.

უკრაინაში ომის დაწყების გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციების პასუხად, 7 მარტს, რუსეთმა „არამეგობრული ქვეყნების“ სია დაამტკიცა. სიაში საქართველო არ მოხვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]