weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარას შეუძლია საქართველოსგან გამოყოფის პროცესი დაიწყოს – კლიმოვი

22:39 პარასკევი, 01 აპრილი 2022

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრეი კლიმოვმა განაცხადა, რომ აჭარას შეუძლია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს მიბაძოს და საქართველოს შემადგენლობიდან გამოსვლის პროცესი დაიწყოს.

კლიმოვი გამოუხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ „ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში მონაწილეობს“.

Telegram-ზე ანდრეი კლიმოვი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ იმეორებს წინა ხელისუფლების მიერ დანატოვარ შეცდომას – რუსოფობიას.

„ნათელია, რომ თბილისის ეს განცხადება გაკეთდა ცხინვალის საპასუხოდ, რომელმაც სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის სურვილი გამოთქვა. მაგრამ რაც არ უნდა თქვან ქართველმა ლიდერებმა, ოს ხალხთან 2008 წლის ომის შემდეგ თბილისმა დაკარგა სამხრეთ ოსეთზე გავლენის ფორმალური, მორალური და პრაქტიკული ბერკეტები.

ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული ამჟამინდელი გადაწყვეტილებები პირველ რიგში ქართველ ხალხს დასჯის.

მინიმუმამდე დაიწევს რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი, ასევე რუსეთის ფედერაციიდან საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქონლის მიწოდება. რუსეთში ქართული საქონლის ადგილს სხვები დაიკავებენ. რუსი ტურისტების ნაკადი ცხადია ჩამოიშლება. ამ პატარა მთიანი ქვეყნის ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა კრიტიკული გახდება.

ანტირუსული გამოხტომისთვის საქართველო ევროკავშირისა და აშშ-სგან არანაირ რეალურ კომპენსაციას არ მიიღებს. მას არ მიიღებენ NATO-სა და ევროკავშირში. საკუთარი მოქალაქეების მიმართ ამგვარ უგუნურ ქმედებებზე მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ ჩვენი მეზობელი ქვეყნის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას.

არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი მოვლენების ფონზე, აჭარას შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს მიბაძოს და საქართველოსგან გამოყოფის პროცესი დაიწყოს.

ისტორიული (პროთურქული), რელიგიური (ისლამური) და გეოგრაფიული (საზღვრები თურქეთთან ზღვაზე) გარემოებების გათვალისწინებით, ადვილი გასაგებია, რომ ანკარა არ გამოტოვებს შესაძლებლობას, აჭარელი სეპარატისტების მხარდაჭერით გააძლიეროს თავისი გავლენა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში.

ამრიგად, ვაშინგტონის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ სხვისი ხელით წამოწყებულ ტოტალურ ომს უფრო და უფრო მეტ მსხვერპლი და ნგრევა მოაქვს მათთვის, ვინც უერთდება ამ დამღუპველ კონფრონტაციას ჩვენთვის არამეგობრული სახელმწიფოების მხარეს“, – წერს ანდრეი კლიმოვი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს ინტერვიუ მისცა და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას. როგორც მან განაცხადა, საქართველო ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში მონაწილეობს და ეს საკმაოდ დიდი რამ არის ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ მონაწილეა ყველა რეზოლუციის, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად მიიღება. პრეზიდენტის თქმით, გადაჭარბებულია იმის თქვა, რომ უკრაინის საკითხზე მისი და საქართველოს მთავრობის პოზიციები დიდად განსხვავდება.

„ჩვენ ვიზიარებთ რუსული აგრესიის ორსაუკუნოვან საერთო ისტორიას და ვიცით, რას ნიშნავს ეს. ჩვენ ნამდვილად სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ“, – თქვა პრეზიდენტმა.

თურქეთი მოსაზღვრე ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელთანაც საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია დემარკაცია დასრულებული აქვს.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]