weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

„ალტ-ინფო“ გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

17:45 სამშაბათი, 12 აპრილი 2022

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ „ალტ-ინფოს“ ტელევიზიას სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე დასწრებაზე უარი უთხრეს და განმარტეს, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ალტ-ინფოს“ ორბელიანების სასახლეში 9 და 11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად აკარედიტაციაზე უარი უთხრა. „ალტ-ინფო“ გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით. სისტემატურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოხტავენ აგრესიულ ძალადობრივ განწყობებს“, – განუცხადეს „რეგინფოს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მანამდე, „ალტ-ინფოს“ გადაცემის წამყვანმა, თათია გაბრიჭიძემ თქვა, რომ პრეზიდენტი „ალტ-ინფოს“ გადამღებ ჯგუფს „პროფესიული მოვალეობის შესრულებაში“ ხელს უშლს და „არ აძლევს უფლებას, სხვა ტელევიზიების მსგავსად, დაესწოს ბრიფინგებს“.

„იმის მიუხედავად, რომ თქვენგან არც ჭვიანურსა და არც ქვეყნისთვის სასარგებლოს არაფერს ველით, არ გრცხვენიათ თან დასავლურ სტანდარტებზე, დემოკრატიასა და მედია პლურალიზმზე ილაპარაკოთ და თან ჟურნალისტები გარეთ დატოვოთ? ასეთი ბრძანება მიიღეთ ალქაჯი დეგნანისგან და თქვენც, როგორც ყურმოჭრილი მონა, ასრულებთ? ისევე, როგორც მარგველაშვილი, თქვენც ქვეყნის ძალიან დიდი სირცხვილი ხართ და ალბათ, ნანობს ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენ ხმა მოგცათ არჩევნებზე“, – ამბობდა თათია გაბრიჭიძე.

გუშინ, 11 აპრილს, ორბელიანების სასახლში, პრეზიდენტმა ბრიფინგი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გამართა, მანამდე კი 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.

 

ამ თემაზე:

 „ალტ-ინფო“ გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]