weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა ევროკავშირის კითხვარზე, დაჯდეს და შეავსოს – პაპუაშვილი

17:26 პარასკევი, 15 აპრილი 2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვინც ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის გასაჯარობას ითხოვდნენ, შესთავაზა, „დასხდნენ და შეავსონ“.

„როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშრიში გაწევრიანების პროცესზე და ახლა მიდის კითხვარის შევსება, როდესაც ვსაუბროთ, რომ აქ უნდა იყოს კონსოლიდაცია, ერთიანობა, სოლიდარობა, ვხედავთ, რომ აქაც ცდილობენ ეჭვების ბურუსის შექმნას. არ ვიცი რა ეჭვები აქვთ, ამ კითხვარის შევსების დროს რას იზავს ხელისუფლება. წარმოშობენ უსაგნო დისკუსიას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, არც უკრაინაში და არც მოლდოვაში ევროკავშირისგან მიღებული კითხვარი გასაჯაროებული არ არის.

„როგორც წესი, სტანდარტია, რომ არ საჯაროვდება. ამ საკითხის გარშემო ასეთ ისტერიას არც ერთ ქვეყანაში არც ერთი ოპოზიცია არ აყენებს. სამწუხაროდ, ჩვენთან ჩანს ოპონენტების ნაწილის დამოკიდებულება, რომ ისტერიაშია ყველა საკითხის გარშემო.

ერთადერთი შეთავაზება მექნება: ეს კითხვარი ხომ გამოქვეყნდება? და ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა მასზე, დაჯდეს და შეავსოს, გასცეს პასუხები. რამდენად დაინტერესდებიან ამ საქმიანობით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ჩართავენ თუ არა დაინტერესებულ პირებს კითხვარის შევსების პროცეში, პაპუაშვილმა თქვა, რომ მათ „თავადვე შეუძლიათ პასუხები დაწერონ“.

მთავრობამ ევროკავშირისგან 11 აპრილს მიღებული კითხვარის გასაჯაროების გადაწყვეტილება დღეს მიიღო და 40-გვერდიანი, ინგლისურენოვანი დოკუმენტი გამოაქვეყნა.

კითხვარის გასაჯაროებას პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვდნენ. ამავე თხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საჭიროა როგორც კითხვარის, ისე პასუხების გასაჯაროება, რაც „ყველა დაინტერესებულ აქტორს პროცესში ჩართვისა და ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მისცემს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]