„ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ, რომ მაღალი დონის წარმომადგენლობა იყოს წარმოდგენილი უკრაინაში. აჩვენოს კიდევ ერთხელ უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. აჩვენოს კიდევ ერთხელ მებრძოლ ქართველებს, რომ მათ გვერდით ვდგავართ.
ეს გრძნობა იყო ის, რაც გარკვეულ ხინჯად მქონდა მეც და იგივე ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს.
ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით, გვეჩვენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და რომ ეს ერთად დგომა არის უცვლელი და ამას არ ცვლის არაფერი“, – თქვა მარგველაშვილმა „მთავარ არხთან“.
უკრაინაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და პარლამენტის მოქმედი დეპუტატები – ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია იმყოფებიან. გუშინ, ამ ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გამგზავრებაზე, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები უკვე უკრაინაში იმყოფებოდნენ.