weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უკრაინაშიც გახსნეს პრორუსული ორგანიზაციების ოფისები, მაგრამ დროზე დახურეს – სააკაშვილი

14:10 ოთხშაბათი, 20 აპრილი 2022

„საქართველოზე მზადდებოდა და მზადდება ძალიან დიდი საფრთხე. როგორც უკრაინაში გაიხსნა პრორუსული ორგანიზაციების ასობით ოფისი, მაგრამ ზელენსკიმ დროზე დახურა, ზუსტად ასევე გაიხსნა საქართველოში“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სააკაშვილს ორგანიზაცია არ დაუკონკრეტებია, თუმცა, სავარაუდოდ, რეგიონებში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისების გახსნაზე საუბრობდა.

„თქვენ რა გგონიათ, ეს ოფისები საარჩევნოდ გახსნეს? ეს ოფისები გახსნეს ზუსტად უკრაინაში შეჭრის წინ, რომ როგორც კი უკრაინას მოამთავრებდნენ, შემოჭრილიყვნენ აქ.

უკრაინა გადაეღობა გზაზე ამ მზაკვრულ გეგმას, მაგრამ ქართველი ხალხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინელების იმედზე. ქართველმა ხალხმა თავად უნდა დაიცვას თავისი ღირსება, ის, რისთვისაც ჩვენი წინაპრები საუკუნები იბრძოდნენ და ომობდნენ. ჩვენ დღეს არ გვჭირდება ომი. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, უკრაინა და მსოფლიო მიმდინარე ომში იმარჯვებენ და ამარცხებენ საქართველოს საუკუნოვან მტერს.

 

ამ თემაზე:

არ მჯერა დემოკრატიის, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ძალიან ბევრ კანონს შევცვლით – მორგოშია

როგორ ამართლებს „ალტ-ინფო“ პუტინის მიერ უკრაინაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს

„ალტ-ინფოს“ პარტია 77 ოფისით - როგორ იზრდება რუსეთი საქართველოში

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]