weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თავის დროზე „აზოვის“ პოლკის შესაქმნელად გია ქუფარაშვილი მე მივავლინე – სააკაშვილი

14:48 ოთხშაბათი, 20 აპრილი 2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი „აზოვის“ პოლკის შექმნაში წვლილი მიუძღვის. ამის შესახებ მან დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

„მე უკრაინის პასპორტის ამაყი მატარებელი ვარ და ჩემი გული როგორც საქართველოს, ისე უკრაინას ეკუთვნის.

ამ ბრძოლაში მე დიდი ხანია ვარ. თავის დროზე, მაგალითად, „აზოვის“ პოლკის შესაქმნელად მე მივავლინე გია ქუფარაშვილი, რომელიც ჩემთან მუშაობდა.

ჩვენ ერთად ჩამოვედით [უკრაინაში]. მან მთხოვა ნებართვა. მერე მე შევხვდი ბილეცკის, მაშინ პოლკის მეთაურს და ჩვენ დავსახეთ ერთად გეგმა, როგორ დახმარებოდნენ ქართველები. მერე ბახვა ჩამოვიდა, რომელიც ახლა გმირულად დაიღუპა“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ, „აზოვის“ პოლკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სერგეი კოროტკიხმა („ბოცმანი“) ინტერვიუში განაცხადა, რომ „აზოვი“ მან და კიდევ ორმა ქართველმა მოხალისემ 2014 წელს ჩამოაყალიბეს. მისი თქმით, ერთ-ერთი ბახვა ჩიქობავაა, რომელიც მარიუპოლში 19 მარტს დაიღუპა, ხოლო მეორე – გიორგი ქუფარაშვილი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს დაიჭრა და ახლა სავაადმყოფოშია.

„ჩვენ თვითონ შევქმენით სერჟანტთა და ოფიცერთა სკოლები - ეს 90% გიორგის დამსახურებაა. ის შვიდი წლის განმავლობაში იყო წვრთნებით დაკავებული, შეიმუშავა მარიუპოლის თავდაცვის გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ახლა ვიცავთ ამ ქალაქს“, – განაცხადა „ბოცმანმა“.

მისივე თქმით, სისულელეა, თითქოს „აზოვის“ პოლკის წევრებს დასავლელი ინსტრუქტორები წვრთნიდნენ. „ბოცმანმა“ აღნიშნა, რომ „აზოვის“ მომზადების სისტემას და მოტივაციას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]