weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლომ თელავის მერობის კანდიდატი 500 ლარით დააჯარიმა

14:41 სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინე ცერცვაძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო ლეიბორისტული პარტიიდან თელავის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ვარდოშვილი და მას, ჯარიმის სახით, 500 ლარის გადახდა დააკისრა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ნიკოლოზ ვარდოშვილს თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძემ შეუდგინა. კალმახელიძე ვარდოშვილს საარჩევნო კომისიის მუშაობაში ხელშეშლას ედავებოდა.

საქმე ეხება 2017 წლის 7 სექტემბერს, ნიკოლოზ ვარდოშვილის მიერ თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის ოფისში რამდენიმე თანაპარტიელთან და ჟურნალისტებთან ერთად მისვლის და კომისიის თავმჯდომარისგან განმარტების მიღების მცდელობის ფაქტს.

იურისტების განცხადებით, უწყვეტი ვიდეომასალიდან რომელიც თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის ოფისში ნიკოლოზ ვარდოშვილის და მისი რამდენიმე მხარდამჭერის, ასევე ჟურნალისტების მისვლას ასახავს, არსად ჩანს, რომ რომელიმე პირი კომისიის შენობაში ან კალმახელიძის სამუშაო ოთახში შეიჭრა და ვინმეს მუშაობაში ხელი შეუშალა.

საარჩევნო კოდექსის 91 პრიმა მუხლი, რომლის საფუძველზეც კომისიის თავმჯდომარემ ვარდოშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, ახალი ამოქმედებულია და საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევის შემთხვევაში, შესაბამისი პირის, 500 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ ეს მუხლი ბევრი რისკის მატარებელია და შესაძლოა, დამკვირვებლების წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენონ.

მარინე ცერცვაძე ერთ–ერთია „ცოცხალი მკვდარის“ საქმის მოსამართლეებიდან. საქმე ეხება ალექსი ბახუტოვის სისხლის სამართლის საქმეს. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, 2007 წელს, იმ დროისთვის კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ზურაბ ჯავახიშვილმა ბრალი წაუყენა ალექსი ბახუტოვს ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობაში. გამოძიებამ ბახუტოვის აღირებითი ჩვენება მისი წამების შედეგად მოიპოვა. ბახუტოვი თელავის სასასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 3 პირი დააპატიმრეს, რომელთანაც პროკურორმა ჯავახიშვილმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა, მოსამართლე მარინე ცერცვაძემ კი დაამტკიცა. ე.წ. მოწმეებს ალექსი ბახუტოვის მიერ ლაშა ჩოფიკაშვილის მკვლელობა აღიარებინეს. ცემისა და წამების შედეგად ისინი აიძულეს ეთქვათ, რომ ალექსი ბახუტოვმა მკვლელობის შემდეგ ლაშა ჩოფიკაშვილის გვამი გადამალა, რადგან გამოძიებას ცხედარი ნაპოვნი არ ჰქონდა. განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი ე.წ. მოკლული ლაშა ჩოფიკაშვილი ცოცხალი გამოჩნდა. პროკურორებიც და მოსამართლეებიც (უმეტესობა) დღემდე თანამდებობებზე, უფრო მეტიც, დაწინაურებულები არიან.

დაჯარიმებასთან დაკავშირებით ნიკოლოზ ვარდოშვილი დღეს, 16:00 საათზე, „რეგინფოს“ ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. ვარდოშვილის განმარტებით, მოსამართლემ მას მიუთითა, რომ საოლქო კომისიაში ჟურნალისტებთან ერთად არ უნდა მისულიყო და დავა სამართლებრივად გაეგრძელებინა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]