weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში ელჩს დავაბრუნებთ, როგორც კი მთავრობის მხარდაჭერას ვიგრძნობთ – ზელენსკი

21:49 შაბათი, 23 აპრილი 2022

„საქართველოში ელჩს დავაბრუნებთ მაშინ, როგორც კი მთავრობის ლიდერების მხრიდან მხარდაჭერას ვიგრძნობთ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

სააგენტო Unian-ის ცნობით, კიევის ერთ-ერთ მეტროსადგურში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ თქვა, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელძღვანელობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები მისთვის გაუგებარია.

„ვერ ვხვდები მათ საქციელს. მე არ ვარ მასწავლებელი, საქართველოს ლიდერები არ არიან მოსწავლეები. ისინი ზრდასრული ადამიანები არიან. არ მესმის, რის გამო არ შემოიღეს სანქციები. მოვისმინე მესიჯები, რომ უნდა დაიცვან თავიანთი ეკონომიკა. რა ეკონომიკა? საქართველოს ტერიტორიის ნაწილი მათ უკვე წაართვეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

განახლება: ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების სრული ვერსია პრეზიდენტის ოფისის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ქართველი ხალხი უკრაინელებისთვის ერთ-ერთი ნამდვილად ახლობელი ხალხია, ქართველები უკრაინის მხარეს იბრძვიან და მხარდაჭერა თბილისის ქუჩებშიც გამოუცხადეს.

„რუსეთთან ომი გვაქვს და საქართველოსთან კონფლიქტი ნამდვილად არ გვინდა. დარწმუნებული ვარ, ისინი არასოდეს იქნებიან... ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ელჩს მეგობარ საქართველოში, როგორც კი ვიგრძნობთ თქვენი მთავრობისგან უკრაინის მხარდაჭერას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი პირველ მარტს, საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის დახმარების მსურველი მოხალისეების დაბრკოლებისა და სანქციების მიმართ „ამორალური პოზიციის“ გამო კონსულტაციებისთვის გაიწვია. 14 მარტს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზელენსკის ელჩის უკან დაბრუნება სთხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]