weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარტიას „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს

10:25 სამშაბათი, 26 აპრილი 2022
გიორგი ქარდავა და ზურაბ მახარაძე გიორგი ქარდავა და ზურაბ მახარაძე

პრორუსულ პოლიტიკურ პარტია „კონსერვატიულ მოძრაობას“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს. არჩევიდან ოთხ თვეში, ზურაბ მახარაძე გიორგი ქარდავამ შეცვალა, რომელიც მანამდე პარტიის გენერალური მდივანი იყო.

11 აპრილიდან პარტიის ოფიციალური სახელწოდებაა – „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“, მისი გენერალური მდივანი კი შოთა მარტინენკოა.

„კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც პრორუსულმა და ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფომ“ გასული წლის ნოემბერში დააფუძნა, არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და ხელისუფლებაში მოსვლის გეგმებზე საუბრობს. ბოლო თვეების განმავლობაში პარტიამ, მოქალაქეთა პროტესტის ფონზე, 70-ზე მეტი რაიონული ოფისი გახსნა. ქობულეთის და მესტიის ოფისებთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე იძალადეს კიდეც.

„მესტიაში მოხდა ეგეთი შემთხვევა, როდესაც სცადეს ჩვენი ლოკაციის დაზიანება და ძალიან მწარედ მოხვდათ ცხვირ-პირში, მართლა მოხვდათ. ეგ მამაკაცებს ეხება და მამაკაცური მიდგომით, თუ ვინმეს რაღაც პრეტენზიები აქვს ჩვენთან, ეგრევე მოხვდებათ“, – ამბობდა გიორგი ქარდავა „ალტ-ინფოს“ ეთერში. 

„კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებელ ყრილობაზე ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ პარტია მზად არის, რუსეთთან „არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დასაწყებად“, არამედ მასთან „მჭიდრო პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობის“ დასამყარებლად. ამასთან, პარტიის ლიდერებს დემოკრატიის არ სჯერათ და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, „ძალიან, ძალიან ბევრი კანონის“ შეცვლას აპირებენ.

„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ ლიდერები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 2021 წლის 5 ივლისს გამართული ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები იყვნენ. ისინი ჯერ საკუთარი ტელევიზიის საშუალებით, შემდეგ კი აქციაზე, ხარდამჭერებს ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოუწოდებდნენ. აქციაზე თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს და დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები. ზურაბ მახარაძე 6 ივლისის კონტრაქციასაც ხელმძღვანელობდა – პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ ელჩები „თავიანთ საელჩოებში უნდა დაეტიონ“.

 

ამ თემაზე:

როგორ ივსება „ალტ-ინფოს” პარტიის ყულაბა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]