weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სახალხო დამცველი ომის პარტიის წარმომადგენელია – კობახიძე

14:36 ხუთშაბათი, 28 აპრილი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველას, ვინც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, მათ შორის, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მიზნით, საქართველოში „ომის გაჩაღება“ უნდა.

„მინდა ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით ვთქვა ერთი რამ – ვინც ითხოვს სააკაშვილის გარეთ გამოშვებას, ან მომავალში მოითხოვს, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი. ეს არის საქართველოს ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ნებისმიერ ასეთ მოწოდებაზე იქნება ძალიან მკაფიო – სააკაშვილმა უნდა მოიხადოს თავისი სასჯელი“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ომის პარტიაა და მისი წარმომადგენელია სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც.

„სახალხო დამცველი არის ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია ომის პარტია. შესაბამისად, ბუნებრივია, ისიც არის ამ განზრახვის [ომის გაჩაღების] შემადგენელი ნაწილი.

ომის პარტია, თავისი პოლიტიკური და არაპოლიტიკური შემადგენლით, რა თქმა უნდა, ყველა არის ჩვენთვის მიუღებელი, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან ნათელი მიზანი – ქვეყანას უნდა ავარიდოთ ომი. შესაბამისად, ვინც ამ მიზანს უპირისპირდება და ვისაც აქვს ქვეყნის ომში ჩათრევის მიზანი, ყველა ჩვენთვის ერთნაირად მიუღებელია. ეს დასკვნაც [სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის] არის ამის გაგრძელება. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვიმეორებ: თუკი ვინმე ითხოვს, ან მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ნებისმიერი ფორმით, მას სურს ომი საქართველოში“, – აღნიშნა კობახიძემ.

27 აპრილს, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა მოამზადა. ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ ბოლო ვიზიტთან შედარებით, რომელიც 11 იანვარს შედგა, სააკაშვილის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. მათი რეკომენდაცია დროული, კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]