weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

უახლოეს მომავალში მუსლიმ თემს კიდევ 28 მეჩეთი გადაეცემა – ღარიბაშვილი

11:35 შაბათი, 30 აპრილი 2022

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რესტორან „ფუნიკულიორში“ საქართველოს მუსლიმთა თემის წარმომადგენლებს იფთარზე უმასპინძლა და სიტყვით მიმართა. ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ მუსლიმ თემზე ზრუნვა 2012 წლიდან დაიწყო.

„ჩვენ ყველანი ვამაყობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ძმობით, მეგობრობით და რა თქმა უნდა, ამ სიმდიდრეს გადავცემთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს. ერთმანეთის ტრადიციების და რწმენის პატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და რა თქმა უნდა, დღევანდელი დღეც, ჩვენი შეხვედრაც ამის დასტურია. ამის დასტურია ის ზრუნვაც, რასაც ქართული სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება ეწევა მუსლიმი თემის უფლებების, თქვენი ტრადიციების და კულტურის დასაცავად. თითოეული თქვენგანის, თქვენი ოჯახების გაძლიერებისა და განვითარებისთვის. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ზრუნვა ჩვენმა ხელისუფლებამ დაწყო 2012 წელს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2014 წელს, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს შეიქმნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება ტრადიციული რელიგიების დაცვა და განვითარებაა. პრემიერ-მინისტრის თქვა, რომ სააგენტოს ფონდი ყოველწლიურად იზრდება და პირობა დადო, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

„2015 წელს მუსლიმ თემს გადავეცით სამუფთო რეზიდენცია და მედრესეს შენობა ბათუმში. რამდენიმე თვის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით მუსლიმ თემს გადაეცა მიწა თბილისში, სადაც მუსლიმთა სამმართველოს ცენტრალური ოფისი აშენდება. სულ დღემდე ჯამში 200-მდე მეჩეთია გადაცემული. უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ 28 მეჩეთის გადაცემა.

საქართველო ჩვენი ოჯახია, ჩვენი სამშობლოა და თქვენ, ყოველდღიური შრომით, უდიდესი წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში, გაძლიერებაში. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ძალიან ვაფასებთ თქვენს შრომას, თავდადებას, თავგანწირვას და ჩვენის მხრივ, კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ძმობისა და მეგობრობის გასაძლიერებლად.

ჩემო ძმებო, მე ასე მინდა მოგმართოთ. კიდევ ერთხელ მივესალმები და მადლობას მოვახსენებ შეიხს, მუფთებს, რელიგიურ ლიდერებს, პატივცემულ ელჩებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ რამადანის წმინდა თვეს, გისურვებთ კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას, რამაზან ბაირამინიზ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოვიდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე, საქართველოს მუსლიმთა შეიხი რამინ იგიდოვი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]