weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ერთმანეთისთვის პრორუსების ან „ომის პარტიის“ ძახილი საქართველოს არ სჭირდება – დეგნანი

18:55 შაბათი, 30 აპრილი 2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით ერთმანეთზე თავდასხმა მხოლოდ რუსეთს ეხმარება. ელჩი მიიჩნევს, რომ ერთმანეთისთვის მოღალატეების, პრორუსების ან „ომის პარტიის“ ძახილი არის ის, რაც საქართველოს არ სჭირდება.

„მე ბევრ პოლიტიკურ ლიდერს ვესაუბრე, არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს არც ერთი პოლიტიკური პარტიიდან არ უსაუბრია საქარველოს ომში ჩაბმაზე.

ერთმანეთზე თავდასხმა, ერთმანეთისთვის მოღალატეების, პრორუსების ან „ომის პარტიის“ ძახილი არის სწორედ ის, რაც საქართველოს არ სჭირდება.

საქართველოს ახლა ერთიანობა სჭირდება ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში, რუსეთის წინააღმდეგ. ერთმანეთში ბრძოლა, ქართველების ქართველებთან ბრძოლა მხოლოდ რუსეთს ეხმარება. ასე რომ, მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველები იცხოვრებენ თავიანთი მოდელით „ძალა ერთობაშია“, – ციტირებს საზოგადოებრივი მაუწყებელი კელი დეგნანის განცხადებას.

„ქართული ოცნების“ ლიდერები „ომის პარტიას“ უწოდებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარმ, ირაკლი კობახიძემ ე.წ. ომის პარტიის წარმომადგენლად მოიხსენია სახალხო დამცველიც. მისი თქმით, ყველას, ვინც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, მათ შორის, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მიზნით, საქართველოში „ომის გაჩაღება“ უნდა.

 

ამ თემაზე:

არ შეიძლება საქართველოში ომის პარტიაზე იყოს ლაპარაკი, არავინაა ომის მომხრე – ზურაბიშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]