„მე ბევრ პოლიტიკურ ლიდერს ვესაუბრე, არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს არც ერთი პოლიტიკური პარტიიდან არ უსაუბრია საქარველოს ომში ჩაბმაზე.
ერთმანეთზე თავდასხმა, ერთმანეთისთვის მოღალატეების, პრორუსების ან „ომის პარტიის“ ძახილი არის სწორედ ის, რაც საქართველოს არ სჭირდება.
საქართველოს ახლა ერთიანობა სჭირდება ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში, რუსეთის წინააღმდეგ. ერთმანეთში ბრძოლა, ქართველების ქართველებთან ბრძოლა მხოლოდ რუსეთს ეხმარება. ასე რომ, მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველები იცხოვრებენ თავიანთი მოდელით „ძალა ერთობაშია“, – ციტირებს საზოგადოებრივი მაუწყებელი კელი დეგნანის განცხადებას.
„ქართული ოცნების“ ლიდერები „ომის პარტიას“ უწოდებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარმ, ირაკლი კობახიძემ ე.წ. ომის პარტიის წარმომადგენლად მოიხსენია სახალხო დამცველიც. მისი თქმით, ყველას, ვინც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, მათ შორის, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მიზნით, საქართველოში „ომის გაჩაღება“ უნდა.
ამ თემაზე:
არ შეიძლება საქართველოში ომის პარტიაზე იყოს ლაპარაკი, არავინაა ომის მომხრე – ზურაბიშვილი