weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა

15:50 ორშაბათი, 02 მაისი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალის მიხედვით, ღონისძიებას მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრო. დოკუმენტის გადაცემაში არ მონაწილეობდა არც პრეზიდენტი და არც პარლამენტის თავმჯდომარე.

„მაქვს პატივი, გადმოგცეთ ევროკომისიის კითხვარზე ჩვენი პასუხები, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე დასკვნის მოსამზადებლად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა. 

„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევნისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნა ჰარცელმა. 

საქართველომ კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც 2300-მდე კითხვას აერთიანებს, ევროკომისიას 13 მაისამდე უნდა წარუდგინოს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, მთავრობის სურვილია, მეორე ნაწილი ევროკავშირს დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდოს და ამისთვის სახელმწიფო უწყებები ძალისხმევას არ დაიშურებენ. 

საქართველომ და მოლდოვამ ევროკომისიისგან შეფასების კითხვარის პირველი ნაწილი 11 აპრილს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ მიიღეს. შევსებული დოკუმენტი მოლდოვამ 22 აპრილს დააბრუნა, საქართველომ კი დღეს, 2 მაისს. 

კითხვარის შევსება ევროკავშირის პროცედურით გათვალისწინებული ნაბიჯია, რაც მოიაზრებს ქვეყნის მზაობის შეფასებას სხვადასხვა, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კანონმდებლობის თავსებადობის მიმართულებით. პასუხების საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს ქვეყნისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

ამ თემაზე:

EU-სგან კითხვარს ვერ მივიღებდით, რომ არ ყოფილიყო უკრაინის თავდადებული ბრძოლა – პრეზიდენტი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]