weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროკავშირის კითხვარი მოლდოვამაც შეავსო

20:45 პარასკევი, 22 აპრილი 2022

უკრაინის შემდეგ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი მოლდოვამაც შეავსო. დღეს, 22 აპრილს, ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ და პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიტამ დოკუმენტი ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, იანის მაზეიკსს გადასცეს.

„ამაზე არ ვჩერდებით, რადგან უკვე მოვიდა კიდევ ერთი კითხვარი, უფრო მოცულობითი, რომელსაც პასუხის გაცემა სჭირდება. აქვე მოვუწოდებ მთავრობას და ზოგადად საჯარო მოხელეებს, იმუშაონ კიდევ უფრო მეტად და უკეთ.

მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის პროექტი, ამ თაობის პროექტი, შუქი გვირაბის ბოლოს, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება.

ამისთვის კი ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, თავი უნდა მივუძღვნათ ამ ძალისხმევას, მთელი საზოგადოების ძალისხმევას და ყველას ჩართულობის იმედი გვაქვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა სანდუმ.

მოლდოვას კითხვარი, საქართველოს მსგავსად, 11 აპრილს გადაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის შესავსებად მხოლოდ 11 დღე დასჭირდათ.

„ეს სისწრაფე ნათლად აჩვენებს პრეზიდენტის, მთავრობის და მთელი მოლდოველი ხალხის მონდომებას, რაც შეიძლება სწრაფად შეიყვანონ ქვეყანა ევროპულ ოჯახში“,
– განაცხადა მოლდოვაში ევროკავშირის ელჩმა იანის მაზეიკსმა.

მისივე თქმით, კითხვარი ბრიუსელში გაიგზავნება, სადაც მას გაანალიზებენ. ანალიზის საფუძველზე, ევროკომისია გამოაქვეყნებს თავის მოსაზრებას ევროკავშირის წევრობაზე მოლდოვის განაცხადის შესახებ.

 

ამ თემაზე:

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ევროკომისიას შევსებულ კითხვარს მაისში დაუბრუნებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]