weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

საქართველო ევროკომისიას შევსებული კითხვარის II ნაწილს 10 მაისს გადასცემს

14:32 პარასკევი, 06 მაისი 2022

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ დაასრულა მუშაობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მეორე და ბოლო ნაწილზე. დოკუმენტი ევროკომისიას 10 მაისს გადაეცემა.

„დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას. კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკურ-სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებაშიც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიწია. მინდა, ყველა სახელმწიფო უწყებას, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან პროცესში, მადლობა გადავუხადო. სულ რამდენიმე დღეში ტექნიკურ ნაწილს დავასრულებთ და 10 მაისს გადავცემთ ევროკომისიას აღნისნულ დოკუმენტს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

შემდეგ ეტაპზე, საქართველოს პასუხების საფუძველზე, ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს ქვეყნისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

„აღნიშნული კითხვარის მომზადების პარალელურად, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ყველა მიმართულებით, რათა მათთან გვქონოდა ძალიან მჭიდრო კოორდინაცია და კომუნიკაცია. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის და მთავრობის მოლოდინია, რომ საქართველოს ექნება ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები აღნიშნულ დოკუმენტზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, თუმცა წინასწარ რაიმე კონკრეტულზე საუბარი ჩვენი მხრიდან ალბათ რთული იქნება.

ყველა ის რეფორმა, რომელსაც ვატარებთ და ჩავატარებთ მომავალში, გვაძლევს იმის იმედს, რომ საქართველო ძალიან სწორად გაივლის ამ მნიშვნელოვან პროცედურას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]