weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველ პარტნიორებს მოვუწოდებთ მხარი დაუჭირონ სააკაშვილის გამოჯანმრთელებას – სანდუ

11:29 შაბათი, 07 მაისი 2022

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყონ.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია შემაშფოთებელია. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, გაუწიონ ყოფილ პრეზიდენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მხარი დაუჭირონ მის გამოჯანმრთელებას. ჯანმრთელობის უფლება ადამიანის უფლებებისა და ღირსეული ცხოვრების ფუნდამენტური ნაწილია“, – წერს მაია სანდუ Twitter-ზე.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და საჭრიროა მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, სააკაშვილი „სიმულიანტობს“ და ამ გზით საპატიმროდან თავის დაღწევას ცდილობს.

საქართველოს კანონმდებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების და სასჯელის გადავადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განმარტა, სასჯელი იმ შემთხვევაში შეიძლება გადავადდეს, თუკი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან

„ასევე შესაძლებელია სასჯელისგან გათავისუფლება. მათ შორის, პრინციპული სხვაობა მდგომარეობს იმაში, რომ სასჯელის გადავადებისას განკურნების ალბათობა არსებობს, ხოლო გათავისუფლების შემთხვევაში პრაქტიკულად არ არსებობს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასამართლო იღებს და არა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციური სამსახური.

 

ამ თემაზე:

ანორექსია, კუნთების განლევა და სისუსტე – ექსპერტთა ჯგუფი სააკაშვილის მდგომარეობაზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]