weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას ვთავაზობთ – იუსტიციის მინისტრი

15:04 სამშაბათი, 10 მაისი 2022

სახელმწიფო საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარებას და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობას თავაზობს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა მედიკამენტების ნაწილს არ იღებს, „რითაც ფაქტობრივად, უარს ამბობს, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულფასოვან მკურნალობაზე“.

„ასევე იგი საკვებსაც იღებს საკუთარი გადაწყვეტილებით, მხოლოდ შერჩევით და ბუნებრივია, საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას. როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა.  

ჩვენ ვმოქმედებთ ისე, როგორც იმოქმედებს პასუხისმგებლიანი სახელმწიფო. შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაგვყავს გამოკვლევებზე თბილისში მდებარე კლინიკა „ვივამედში“, რათა დამატებით, კიდევ ერთხელ დადგინდეს ყველაფრის მიზეზები“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოშიც არიან პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებიც ყოფილ პრეზიდენტს შესაბამის გამოკვლევას ჩაუტარებენ და საჭიროების შემთხვევაში, სათანადოდ უმკურნალებენ.

 

ამ თემაზე:

ანორექსია, კუნთების განლევა და სისუსტე – ექსპერტთა ჯგუფი სააკაშვილის მდგომარეობაზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]