weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ვინც პრეზიდენტის მიმართ ბილწსიტყვაობს არ შეიძლება შეწყალების საგანი გახდეს – კობახიძე

12:33 სამშაბათი, 17 მაისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელსაც 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა. უბრალოდ, ერთ რამეს ვიტყვი – გვარამია განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით. არა შეურაცხყოფით, არამედ პირდაპირ ბილწსიტყვაობით. როდესაც გვარამია ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არ არის ბილწსიტყვაობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ.

თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ჰქვია შეწყალება, გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

ეს ძალიან მარტივად იქნებოდა ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ამის ნიშანი. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობა და ამის გატარება არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ჩამოგვეშლება სახელმწიფო ინსტიტუტები. ის, ვინც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ბუნებრივია, შეწყალების საგანი არ შეიძლება გახდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, გვარამიას სასჯელი მიესაჯა იმ ქმედებისთვის, რომელიც „საერთოდ არ ითვლება დანაშაულად“. ლომჯარიას თქმით, საქართველოს პრეზიდენტი რომ იყოს, შეწყალების მექანიზმის გამოყენებაზე იფიქრებდა.

 

ამ თემაზე:

თუ დამაპატიმრებენ, პრეზიდენტად წოდებულ ზურაბიშვილს არაფერი სთხოვოთ – გვარამია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]