უცნობია, რა გახდა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, დღეს დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების მიზეზი. ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურ პრეს-რელიზში არაფერია ნათქვამი. დამატებითი ინფორმაცია არც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გაუვრცელებია.
17-18 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გუშინ ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა. ევროპაში გამგზავრებამდე თავად ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრასაც აპირებდა.
ამ თემაზე: