weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არ მგონია, რომ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით – წულუკიანი

13:59 ორშაბათი, 23 მაისი 2022

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ დროა საქართველოში შეწყვიტონ უცხოელი პოლიტიკოსების შეფასებებზე კომენტარის გაკეთება.

„დაახლოებით იმას ჰგავს, რომ სალომე სამადაშვილი გამოდიოდეს დილით, შუადღეს, საღამოს გერმანულ და ფრანგულ არხებზე და გერმანელ და ფრანგ ერებს ასწავლიდეს, როგორ იცხოვრონ.

წარმოიდგინეთ, რამდენად არასერიოზულად გამოჩნდებიან ფრანგები და გერმანელები, ყოველდღე რომ კომენტარები აკეთონ იმაზე, რომ „სალომემ ასე თქვა, სალომემ ისე თქვა“. ეს ხომ ხარხარის დონის ანეკდოტია და ჩვენ ასე ვიქცევით საქართველოში. ალბათ დროა, რომ ყველამ, ჩემით დაწყებული და სხვებით გაგრძელებული, ასეთი ქცევა შევწყვიტოთ, იმიტომ რომ გერმანელები არ ცხოვრობენ სალომე სამადაშვილის რეცეპტებით და მეც არ მგონია, რომ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით“, – განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტარებმა მწვავედ გააკრიტიკეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო. ცხრა ევროპარლამენტარის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის, მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის დაცვას მოითხოვს.

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის თქმით, 16 მაისი, როდესაც გვარამიას 3.5 წლით პატიმრობა შეუფარდეს, ბნელი დღეა მათთვის, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. თავად აშშ-ის საელჩოს განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი.

 

ამ თემაზე:

წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი – ვიოლა ფონ კრამონი

ვიოლა ფონ კრამონი და ანა ფოტიგა ბოლომდე აცდენილი არიან ევროპულ ღირებულებებს – კობახიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]