weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ელისაშვილი ხელისუფლებას სთავაზობს უკრაინას საბჭოთა შეიარაღებით დაეხმაროს

13:11 სამშაბათი, 24 მაისი 2022

„ვერ ვხედავ ჩვენი ხელისუფლების სურვილს, რომ რამეთი დავეხმაროთ უკრაინას. სურვლის კი არა, იქით ვლანძღავთ ზელენსკის“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ელისაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც მან ოპოზიციას მოუწოდა, ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას უკრაინისთვის და რას არ აკეთებს. ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, საქართველოს შეუძლია, უკრაინას საბჭოური სამხედრო ტექნიკით და ეროვნული წარმოების სამხედრო აღჭურვილობით დაეხმაროს.

„ახლა გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ გავაკეთოთ იგივე, რასაც აკეთებს პოლონეთი, რასაც აკეთებენ ჩეხეთი და სლოვაკეთი: ერთი მხრივ, დავეხმაროთ ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ მოკავშირე უკრაინას საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და გავაძლიეროთ ის, ხოლო მეორე მხრივ, მოვახდინოთ ჩვენი ეფექტური გადაიარაღება.

პოლონეთი უკრაინას აწვდის საბჭოურ იარაღს, რომელიც ასე ნაცნობია უკრაინელებისთვის და სანაცვლოდ, აშშ-სგან, ბრიტანეთისგან და გერმანიისგან იღებს ეფექტურ, თანამედროვე სტანდარტების შეიარაღებას – ტანკები იქნება, ჰაერსაწინააღმდეგო თუ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და ა.შ. იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენც. ეს საბჭოური ჯართი მოვიშოროთ და გადავცვალოთ ეფექტურ შეიარაღებაში, მით უმეტეს, „ლენდ-ლიზმა“ ამის შესაძლებლობა მოგვცა. გარდა ამისა, არაჩვეულებრივ, ძალიან მაღალი ხარისხის ჩაფხუტებს და ჯავშანჟილეტებს აწარმოებს ჩვენი სამხედრო საწარმო „დელტა“. შეგვიძლია უბრალოდ გავუგზავნოთ. სხვადასხვა ტიპის და მოდიფიკაციის „დიდგორები“, კავშირგაბმულობის მანქანები, სამედიცინო მედევაკები შეგვიძლია გავუგზავნოთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციისგან „აბსტრაქტული კრიტიკას“ ისმენს. როგორც კობახიძე აცხადებს, „ვინც უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციით უკრაინასთან დაკავშირებით, სინამდვილეში მხოლოდ იმითაა უკმაყოფილო, რომ საქართველო ომში არ ერთვება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]