weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველო ევროპისგან ბრძნულ და სამართლიან გადაწყვეტილებას ელის – ღარიბაშვილი

17:25 ხუთშაბათი, 26 მაისი 2022

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრების კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ბრძნულ“ და „სამართლიან“ გადაწყვეტილებას ელის.

პრემიერის თქმით, დღეს საქართველო ევროკავშირის სანდო და ერთგული მოკავშირეა.

„წელს დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულ ისტორიულ მომენტში ვხვდებით. 3 მარტს მე ხელი მოვაწერე საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამით საქართველოს ისტორიის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.

ჩვენ გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად. გავატარეთ მასშტაბური რეფორმები - სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროებში, მმართველობის გასაუმჯობესებლად თუ დემოკრატიის გასაძლერებლად. ჩვენ სათავე დავუდეთ მშვიდობიანი განითარების უპრეცედენტო, გრძელვადიან პროცესს.

ყველა აღიარებს, რომ საქართველოს მართლაც გამორჩეული ლიდერობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის, ასევე ე.წ. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის.

დღეს საქართველო ევროპისგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მიღებული.

 

ამ თემაზე:

ვიოლა ფონ კრამონი: მოგესალმებით ევროპულ ოჯახში როდესაც დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნდებით

პრეზიდენტი სასამართლოზე: სირცხვილია, რომ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]