weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაე, მე ვიყო ამ საკანში, მაგრამ ევროკავშირში სააკაშვილის წამებას ხელს ვინ აუწევს? – გვარამია

13:08 პარასკევი, 27 მაისი 2022

„ქართულმა ოცნებამ“ დაიჭირა საკუთარი თავი და სამწუხაროდ, არ დაიჭირა, მაგრამ შეაყოვნა საქართველოს ევროპული განვითარება“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, პატიმრობაში მყოფმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიამ „მთავარი არხთან“ სატელეფონო ინტერვიუში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა.

„მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის წამებას და სიკვდილს ვინ აუწევს ხელს ევროკავშირში. ის ქვეყნები, რომლეთა სეიმებმა, პარლამენტებმა თუ ა.შ. პირდაპირ გამოაქვეყნეს, რომ ეს კაცი არის წამების მსხვერპლი და გადაიყვანეთო?! ეს ხალხი ხმას მისცემს ამგვარი ქვეყნის ევროკავშირთან მიახლოებასაც კი?! ვიოლა ფონ კრამონი უბრალოდ დეპუტატს რომ ეძახიან და საშინელებებს ამბობენ მასზე, ის უბრალოდ ევროკავშირის დეპუტატი კი არ არის, ის არის გერმანული პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ვიოლა ფონ კრამონის ქვეყანა, რომელიც ისედაც სკეპტიკურად არის ევროკავშირის გაფართოების მიმართ, ხელს აწევს?! და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ იქ ყველას ხელის აწევა გვჭირდება. პოლონეთი აუწევს ხელს, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით შვიდჯერ ჩამოვიდა სხვადასხვა თანამდებობის პირებით და ხან არ შეხვდნენ, ხან შეურაცხყოფები მიაყენეს და ა.შ. ეს ქვეყნა აუწევს ხელს?! ბალტიური ქვეყნები აუწევენ, რომელთა სეიმებმა დადგენილებები მიიღეს წამებული პრეზიდენტის და მისი გათავისუფლების შესახებ?!

მე, ნიკა გვარამია თანახმა ვარ, რომ საკანში ჩემი ყოფნის პირობებშიც კი შევიდეთ ევროკავშირში და დაე, მე ვიყო ამ საკანში. უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ის კვდება. ნიკა გავარამია გამოვა და ის კვდება.

ამაზე რას ფიქრობენ? ამას შეუშვებენ ევროპულ კავშირში?! წამების ქეისებს შეუშვებენ?! არარსებულ სასამართლოს შეუშვებენ ევროკავშირში?! ეს ხომ ცივილიზაციაა, რომელიც გიღებს თავის ნაწილად იმიტომ, რომ მისნაირად მიაჩნიხარ. ღარიბაშვილს ჩათვლის მისნაირად გინდა პოლონეთის პრეზიდენტი, გინდა გერმანიის პრეზიდენტი, ვინც გნებავთ?! არ ჩათვლიან“, – განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, საქართველო, უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, ნაკლებს მიიღებს ევროკავშირისგან.

„ეს აბსურდი, რომ რაღაც ტრიოს ლიდერები ვართ... არა, ჩვენ ვარ მაჩანჩალები“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის თქმით, ევროპას უნდა ახსოვდეს, რომ თუ საქართველოს სრულად ჩაუკეტავს კარებს, მაშინ საქართველო „რუსეთის მაჩანჩალა“ გახდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ის დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე, სადაც პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გვარამიამ 6 763 509 ლარით აზარალა ტელეკომპანია, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა განუსაზღვრა, ხოლო ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდიზე – პატიმრობა. ნიკა გვარამია თავს უნდაშაულოდ მიიჩნევს.

 

ამ თემაზე:

9 ევროპარლამენტარი: გვარამიას მიმართ განაჩენი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]