weather cur horoscope tv
ივლისი 03, 2022

ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში უნდა გავაძლიეროთ – ღარიბაშვილი

14:34 პარასკევი, 27 მაისი 2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უცხოეთში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობები კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდნენ. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან „მჭიდრო კოორდინაცია“ ექნება.

„ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი დედა ეკლესიის წარმომადგენლობებს, საპატრიარქოს წარმომადგენლობებს უცხოეთში. მახსოვს, ყოველ კვირას, დიასპორის წარმომადგენლები ვიკრიბებოდით ეკლესიაში. ამას რატომ ვამბობ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მე, როგორც მთავრობის მეთაური, გაძლევთ პირობას, რომ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით საპატრიარქოსთან. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმზე გამოვიდა. მისი თქმით, ხელისუფლება „ხელოვნურად შექმნილ“ ბარიერებს მოხსნის და დიასპორის წარმომადგენლებს მარტივად შეეძლებათ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]