„ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი დედა ეკლესიის წარმომადგენლობებს, საპატრიარქოს წარმომადგენლობებს უცხოეთში. მახსოვს, ყოველ კვირას, დიასპორის წარმომადგენლები ვიკრიბებოდით ეკლესიაში. ამას რატომ ვამბობ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მე, როგორც მთავრობის მეთაური, გაძლევთ პირობას, რომ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით საპატრიარქოსთან. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმზე გამოვიდა. მისი თქმით, ხელისუფლება „ხელოვნურად შექმნილ“ ბარიერებს მოხსნის და დიასპორის წარმომადგენლებს მარტივად შეეძლებათ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება.