weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

თუ EU-ის კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, მთავრობას გადადგომა მოუწევს – სამადაშვილი

19:17 პარასკევი, 27 მაისი 2022

პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს, ქართველი ხალხი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ სამადაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“, თუ ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და უკრაინა და მოლდოვა კანდიდატები აღმოჩნდებიან. პირადად ღარიბაშვილს და მის მთელ მთავრობას მოუწევს გადადგომა, აუცილებლად. ცხადია, ეს იქნება მოთხოვნა ქართველი ხალხის, რადგან ჩვენი არჩევანია ევროპაში გაწევრიანება. „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ეს პროექტი, იმის გამო, რომ მათთვის მთავარია პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მედიის დევნა და ნებისმეირ ფასად ძალაუფლების შენარჩუნება. ამაზე პასუხს ჩვენ მათ აუცილებლად მოვთხოვთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატის თქმით, მმართველ პარტია ევროკავშირში „კრახის“ მოლოდინშია.

„დღეს „ქართული ოცნება“ არის კუთხეში მიმწყვდეული. მათ აქვთ ურთულესი მდგომარეობა ევროპულ ასპარეზზე. ქალბატონი ბოჭორიშვილი [პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი] ურცხვად ტყუის, თითქოს ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მას შემდეგ, რაც განაცხადი შევიტანეთ. „ქართული ოცნება“ ლობირებს, რომ პარლამენტმა არ მიიღოს რეზოლუცია, რადგან ეშინიათ კრიტიკის, რომელიც ევროპარლამენტში იქნება. დღეს ვნახეთ, რომ მთავარმა ევროპულმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია ბატონი ღარიბაშვილის დიდი სურათით, რომ საქართველო შორდება ევროკავშირს და უახლოვდება რუსეთის ორბიტას. მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია.

„ქართული ოცნება“ ელოდება კრახს, ანუ განაცხადი, რომელიც მათ შეიტანეს, განწირულია, როგორც ჩანს.  

თავადაც იციან ეს, იმიტომ, რომ ღარიბაშვილი ფაქტიურად ხელცარიელი, უფრო სწორად, პრობლემების გრძელი სიით ჩამოვიდა ბრიუსელიდან. რა თქმა უნდა ამას არ ადასტურებენ, მაგრამ ყველაფერი დადასტურდება, როდესაც ევროკავშირი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ჩვენს განაცხადთან დაკავშირებით“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სამადაშვილმა ეს განცხადება პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ გააკეთა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპარლამენტში უთხრეს, რომ სალომე სამადაშვილი და სხვა ადამიანები მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს.

 

ამ თემაზე:

7 ნაბიჯი, რომელიც, ოპოზიციის აზრით, ქვეყანას EU-ის კანდიდატის სტატუსის მიღებაში დაეხმარება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]