weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საქართველოს ხელისუფლების წინდახედულობა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა – ცხინვალი

14:21 ხუთშაბათი, 02 ივნისი 2022

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების შესახებ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებსა და დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველს, კონსტანტინ კოჩიევს შორის შეხვედრა გაიმართა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კოჩიევმა განაცხადა, რომ შეუმჩნეველი არ რჩებათ საქართველოს მიმართ მოწოდებები „ისარგებლოს მსოფლიოში შექმნილი ვითარებით და დაუბრუნდეს სამხრეთ ოსეთის საკითხის ძალისმიერ გადაწყვეტას“.

„ჩვენ შეუმჩნეველი არ გვრჩება უცხოელი აქტორების მიერ საქართველოსადმი მიმართული მოწოდებები, ეს მომენტი თავიანთი სტრატეგიული მიზნების ძალის გამოყენებით მისაღწევად გამოიყენონ, ასევე, უცხოელ პარტნიორებთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის აქტიური განვითარება, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს კავკასიის რეგიონში.

საქართველოს ხელისუფლების მიერ გასული თვეების განმავლობაში გამოვლენილი გარკვეული თავშეკავება და წინდახედულობა იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე მუშაობის მიმართ ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა კონსტრუქციული დამოკიდებულების ჩამოყალიბების პერსპექტივასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კოჩიევმა.

როგორც მან აღნიშნა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ვერ ხედავს „გადაულახავ დაბრკოლებებს“ ჟენევის დისკუსიების 56-ე რაუნდის ჩასატარებლად.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევად დაასახელა მცდელობა, მოსახლეობას დააჯერონ, „თითქოს საქართველომ შეიძლება, დრო იხელთოს და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნებას“. ზურაბიშვილის თქმით, ეს „აშკარა“ რუსული მორიგი დეზინფორმაციაა.

„კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ. ყველასთვის ნათელია დღეს, რომელი ქვეყანა ემუქრება მის მეზობლებს და მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და თუნდაც სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვილ ღონისძიებაზე გამოსვლისას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]