weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

„მარიუპოლის ტრიბუნალის“ შესაქმნელად ექსპერტები აფხაზეთიდან და ცხინვალიდანაც მიიწვიეს

14:26 შაბათი, 04 ივნისი 2022

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები ე.წ. მარიუპოლის საერთაშორისო ტრიბუნალის წესდების შემუშავებაში მონაწილეობისთვის მიიწვიეს. უკრაინელი სამხედროების გასასამართლებლად „ტრიბუნალი“ ოკუპირებულ ქალაქში სავარაუდოდ ზაფხულის ბოლოს შედგება.

„ნორმატიული დოკუმენტები ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდება. ჩართული იქნებიან ჩვენი, დონეცკის სახალხო რეპუბლიკიის და რუსეთის ფედერაციის ექსპერტები. ვფიქრობ, შემოგვიერთდებიან კოლეგები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. ამის იმედი მაქვს“, – განაცხადა სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა სოროკამ.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო საბჭოს წევრმა, ელენა შიშკინამ კი თქვა, რომ „აზოვის“ პოლკის მებრძოლების გარდა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდებიან სამხედრო ინსტრუქტორები NATO-ს ქვეყნებიდან და „უცხოელი დაქირავებული მებრძოლები“.

მარიუპოლის „აზოვსტალის“ მეტალურგიულ კომბინატში ბლოკირებული მებრძოლები, ორთვიანი ბრძოლის შემდეგ რუსეთის მხარეს ტყვედ ჩაბარდნენ. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 16-20 მაისს ჩათვლით, ტყვედ ჩაბარდა „აზოვის“ პოლკის და უკრაინის შეიარაღებული ძალების 2439 სამხედრო. ტყვეებს შორის არიან საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა და „აზოვის“ პოლკის მეთაური დენის პროკომენკო, რომელმაც განაცხადა, რომ ქალაქის დაცვის შეწყვეტის შესახებ ბრძანება სამხედრო ხელმძღვანელობისგან მიიღეს.

 

ამ თემაზე:

რუსეთი უკრაინელი სამხედროების გაცვლას მათი „გასამართლების“ შემდეგ განიხილავს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]