weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ლომჯარია „ნაცების“ სახალხოდ დამცველად გადაიქცა, ეს არის მისი ბოლო მისია – მდინარაძე

19:14 ოთხშაბათი, 08 ივნისი 2022

„რატომ არის განაჩენი დაუსაბუთებელი? უდანაშაულობის ერთი არგუმენტი ბრძანეთ. მოსამართლის დისკრეციაა ეს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან, ნიკა გვარამიას განაჩენზე სახალხო დამცველის დასკვნასთან დაკავშირებით.

„ნინო ლომჯარია, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, არა სახალხო დამცველად, არამედ „ნაცების“ სახალხოდ დამცველად გადაიქცა, როგორც ჩანს, ეს არის მისი ბოლო მისია და ფუნქცია.

მართლა ცუდია ჩემი მხრიდან ამის თქმა და ცოტა მძიმეც არის, ჩვენი არჩეულია და კიდევ ვიმედოვნებდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ და მისი განშტოებების წარმომადგენლები ძალიან ლობირებდნენ, ვიფიქრეთ, კარგი, დავუშვათ ეს ე.წ. კვოტა, ეს ადამიანი თავს ზემოთ ძალას იპოვის და რაღაცნაირად შეეცდება ნეიტრალური იყოს. ამ ადამიანმა ეს ვერ ანახა და ეს არის მიზეზი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება ლოგიკური არ იქნება.

„ჩვენ ჯერ უნდა გავიხსენოთ ადამიანები, ვინც არა შვიდი მილიონისთვის, არამედ რამდენიმე ათასი თუ ათეული ათასი ლარისთვის და მსგავსი ზიანისთვის სხედან ციხეში. თუ შესაწყალებელია, დაიწყოს იქიდან და მერე გადავიდეს მილიონების გამფლანგველზე, მიმთვისებელზე, არასწორად განმკარგავზე თუ მილიონებით დამზიანებელზე“, – თქვა მდინარაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს სალომე ზურაბიშვილს მიმართა, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება. სახალხო დამცველმა დაასკვნა, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 16 მაისს მიესაჯა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ის დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე, სადაც პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გვარამიამ 6 763 509 ლარით აზარალა ტელეკომპანია, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა განუსაზღვრა, ხოლო ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე – პატიმრობა. ნიკა გვარამია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]