weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამხარაძე რეზოლუციაზე: ფაქტების გარეშე, შეფასდება ივანიშვილსა და პარტიაზე შეტევად

17:10 პარასკევი, 10 ივნისი 2022

„ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ თუ ევროპარლამენტარები ვერ წარმოადგენენ ფაქტებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ან პოლიტიკური ან ბიზნეს კავშირები აქვს კრემლთან, მაშინ რეზოლუციის ჩანაწერი ცილისწამებად და თავდასხმად შეფასდება.

„თუ ვერ წარმოადგენენ ვერანაირ დამადასტურებელ ფაქტებს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ან პოლიტიკური ან ბიზნეს კავშირი კრემლთან, მაშინ ეს შეფასდება როგორც ცილისწამება, როგორც ტყუილი და როგორც შეტევა, როგორც პირადად ბიძინა ივანიშვილზე, ასევე მის მიერ დაფუძნებულ პარტიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიტიკაში ახლა არ არის“, – ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.

სამხარაძის შეფასებით ევროპარლამენტმა მიიღო ძალიან ცუდი რეზოლუცია ძალიან ცუდ დროს.

„მაშინ, როდესაც ორი კვირა რჩება საქართველოსთვის გადაწყვეტილებაზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ის ადამიანები, რომლებიც ამ რეზოლუციას აინიცირებდნენ და შემდეგ ხმას აძლევენ ამ მომენტში, თავს უწოდებენ, რომ ეს საქართველოსთვის კეთდება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროპარლამენტმა 8 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევებს ეხება. ამასთან, რეზოლუციაში მოხვდა ბიძინა ივანიშვილი. ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მისი სანქცირების საკითხის განხილვისკენ მოუწოდებს. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოს „ერთადერთი ოლიგარქი“ დესტრუქციულ როლს ასრულებს ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაში, კონტროლს ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციასაც ბიძინა ივანიშვილის კრემლთან არსებული „პირადი და საქმიანი კავშირები“ განსაზღვრავს.

 

ამ თეამაზე:

ადვოკატი: ბატონი ივანიშვილის მიდგომა საქმისადმი მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნებაა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]