weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

ცუდ ხუმრობას ჰგავს, როცა პრეზიდენტს მთავრობა არ აძლევს გამგზავრების საშუალებას – კრამონი

12:52 შაბათი, 11 ივნისი 2022

ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელის მიხედვითაც, მთავრობამ საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტების განხორციელებაზე უარი უთხრა.

„როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი საკუთარი მთავრობა გამგზავრების საშუალებას არ გაძლევს. ბოროტ ხუმრობას ჰგავს, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ეს არის საქართველოს პოლიტიკური რეალობა. რა ჩავარდნაა საქართველოს მთავრობის მხრიდან“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.

სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ იტალიაში გაემგზავრა, საიდანაც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩავიდა. გუშინ, ბრიუსელში მყოფმა განაცხადა, რომ სურდა „ბოლო ძალისხმევა არ დაეშურებინა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად“. ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთში, პოლონეთსა და შესაძლოა უკრაინაში გამგზავრებასაც აპირებდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო. პრეზიდენტის სიტყვებით, მას განუმარტეს, რომ მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა საქართველოს კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა.

მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო ვიზიტებზე უარი ერთხელ უკვე უთხრა. მარტში პრეზიდენტმა განაცხდა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 26 თებერვალს წერილობით ეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების განხორციელებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]