weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

„თუ პრეზიდენტი კრიმინალებს შეიწყალებს, არ უნდა შეწუხდეს, თუ ერი მას პასუხს მოსთხოვს“

16:33 შაბათი, 11 ივნისი 2022

ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი „კრიმინალებს“ შეიწყალებს, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ „ქართველი ერი მას ამისთვის მოსთხოვს პასუხს“.

„პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ის, რაც არის მისი გადაწყვეტილება და შემდეგ ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის, რა თქმა უნდა, ყველა აგებს პასუხს. პრეზიდენტს შეიძლება არ აქვს საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფუნქცია, არ აქვს თითქმის არავითარი ფუნქცია საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება არის 100%-ით მის ხელში. ამიტომ ველოდებით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი.

თუ ის მიიღებს იმ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ, რა თქმა უნდა, არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი მას ამისთვის მოსთხოვს პასუხს“, – განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მისი პოზიცია უცვლელია და არავის შეწყალებას არ აპირებს. მანამდე მას საქართველოს სახალხო დამცველმა ნინი ლომჯარიამ მიმართა და ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალება სთხოვა იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეში დარღვევით არის გამოტანილი. სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენაც მოუწოდებდნენ, რაზეც მისი პოზიცია იყო – „არა და არასდროს!“.

ევროპარლამენტის 9 მაისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ხაზს უსვამს მუდმივ უნდობლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. პარლამენტი მხარს უჭერს საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ მოწოდებას განაჩენის გადახედვის შესახებ. გარდა ამისა, რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ჰუმანიტარული მოსაზრებით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი, რათა საზღვარგარეთ შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღება შეეძლოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]