weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბიძინა ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ ხალხზე დადებული სანქციაა – კობახიძე

10:41 ორშაბათი, 13 ივნისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, ხალხისთვის სანქციების დაწესებას ნიშნავს. ასე გამოეხმაურა კობახიძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

„რეზოლუციაში წერია, რომ ჩვენ უნდა გავუშვათ სააკაშვილი და გვარამია. მათ [ევროპარლამენტარებმა] მოუწოდეს კომისიას და საბჭოს, დასაჯონ, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს. წარმოიდგინეთ, თეორიულად, ასეთი რამ რომ გაიმეორონ კომისიამ და საბჭომ - აგერ, გაუშვით სააკაშვილი და გვარამია და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთ. თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ამას ძალიან მძიმე რეაქცია ექნება.

ევროპარლამენტი ევროპარლამენტია, მაგრამ აღმასრულებელმა სტრუქტურებმა ამ მიმართულებით თუნდაც ამის მეათედი რომ თქვან, ჩვენთვის და ობიექტურად, ეს იქნება მძიმედ მისაღები “, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის სიტყვები გაიხსენა და თქვა, რომ ივანიშვილის წინაააღმდეგ სანქცია პრაქტიკაში ისედაც მოქმედებს. 

„როდესაც ბატონი ბიძინა გადიოდა პოლიტიკიდან, მან გააკეთა განაცხადი მის ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით და თქვა, რომ გარდა 200 მილიონისა, რომელიც რჩებოდა მისი ოჯახის გამგებლობაში, მთელი დანარჩენი რესურსი, ყველა აქტივი იგულისხმებოდა, მათ შორის, ის აქტივები, რომლებიც უკავშირდება „კრედიდ სვისის“ თანხების დაბრუნებას და ა.შ., უნდა ყოფილიყო მიმართული მთლიანად საქველმოქმედო მიზნებისთვის – გადადის „ქართუ“ ფონდში და იქიდან იხარჯება ქველმოქმედებაზე.

როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ იქ რაღაც შვეიცარიაში ანგარიში უნდა გაყინონ, თუ რა უნდა ქნან, ერთადერთი პრაქტიკული სანქცია, რაზეც შეიძლება მათ ისაუბრონ ეს არის, ხომ?

პრაქტიკულად, ნებისმიერი სანქცირება ისედაც პირდაპირ ხალხის დასანქცირება ისედაც იქნებოდა. 3 მილიარდი აქვს ამ კაცს დახარჯული ქველმოქმედებაზე მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ აქ, ნახეთ, რა საინტერესო სიტუაცია გვაქვს: პირდაპირ ასანქცირებენ ხალხს.

ანუ, ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი კონკრეტული თანხა, 200 მილიონი, რომელიც არის ოჯახის გამგებლობაში, ყველა დანარჩენი თანხა, რაც შეიძლება შემოვიდეს, მათ შორის, შვეიცარიიდან საქართველოში პირდაპირ ხმარდება ქველმოქმედებას. ეს ადამიანები პირდაპირ ცდილობენ ხალხის სანქცირებას“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ნიშნავს ისეთი საქველმოქმედო პროექტების გაჩერებას, როგორებიცაა „ტაძრების აღდგენა, თეატრების მშენებლობა და ა.შ.“

„რეალურად ასეთი გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია, იმ საქველმოქმედო პროექტებზე დადებული სანქცია, რომელიც დღესაც ხორციელდება „ქართუ ფონდის“ მიერ. აქედან ჩანს რეალურად მათი საბოლოო ინტერესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]