weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თვითმიზანი არ არის ევროპა, რომ შევიდეთ იქ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ – ღუდუშაური

15:10 სამშაბათი, 14 ივნისი 2022

„ამ რეზოლუციას არ ვცნობთ. მილიონჯერ გვითქვამს, რომ მას აქვს ნოლი ფასი. სადაც სააკაშვილი გამოცხადებულია დემოკრატიის მამად, ხოლო ბიძინა ივანიშვილი, თურმე, ამ ქვეყნისთვის მიუღებელი და ცუდი ადამიანი ყოფილა, რა თქმა უნდა, ამ რეზოლუციას აქვს ნოლის ფასი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტარმა ალუდა ღუდუშაურმა.

„პალიტრანიუსის“ ეთერში ღუდუშაურმა თქვა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია ტყუილებზეა დაფუძნებული და „ტყუილებზე დაფუძნებული ევროპა კი არა, საკუთარი ოჯახი არ უნდა“.

„რატომ გვინდა ევროპა? რისთვის გვინდა იმ ოჯახში დაბრუნდება, სადაც არის ჩვენი ადგილი, სადაც არის სიმართლე და სამართლიანობა. მაგრამ, სადაც უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება, თუ ასეთი რამ მოხდა, სადაც შავზე თეთრს გეტყვიან, სადაც დაუსაბუთებელი და სიცრუეზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იქნება, სადაც კასტილიან ადამიანსა და მეგისა ქარდავას დემოკრატიის მამებად მოიხსენიებენ, სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად და გვარამიას მედიის მეტრად, რა თქმა უნდა, ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა.

იმიტომ არ გვინდა... თვითმიზანი არ არის ევროპა, რომ შევიდეთ იქ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ და სიცრუის მთელი კასკადი სახეზე ააფარონ მოსახლეობას“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ იმედი აქვთ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მისი თქმით, ამისთვის საქართველომ ყველაფერი გააკეთა.

„ეს რეზოლუცია როგორ უნდა იყოს ანგარიშგასაწევი [ევროპული საბჭოსთვის], სადაც ტყუილები წერია. ტყუილებზე დაფუძნებული ევროპა კი არა, საკუთარი ოჯახი არ მინდა. გამიგეთ კარგად? ეს ევროპარლამენტარების პოზიციაა, ევროკავშირისას დაველოდებით. მოთმინებით ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

ევროპარლამენტმა 308 წევრის მხარდაჭერით 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევებს ეხება. რეზოლუციაში მოხვდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც. ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მისი სანქცირების საკითხის განხილვისკენ მოუწოდებს. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოს „ერთადერთი ოლიგარქი“ დესტრუქციულ როლს ასრულებს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, კონტროლს ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციასაც ბიძინა ივანიშვილის კრემლთან არსებული „პირადი და საქმიანი კავშირები“ განსაზღვრავს.

ევროპარლამენტი გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს ასრულებას და ამიტომ მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, ევროპული კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს შეასრულებს.

 

ამ თემაზე:

საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით სააკაშვილის გათავისუფლება – EU-ის პარლამენტის რეზოლუცია

ევროკავშირის პარლამენტი მხარს უჭერს ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვას

თუ EU სტატუსზე გადაწყვეტილება უსამართლო იქნება, ყველაფერს ფარდას ავხდი – ღარიბაშვილი

მაგ რეზოლუციას მე ვაპროტესტებ, მეგის ქარდავა აკლდა – ღარიბაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]