weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

პრეზიდენტს შეეძლო კანონებისთვის ვეტოს დადება ან შეწყალების უფლების გამოყენება – ლომჯარია

13:18 ოთხშაბათი, 15 ივნისი 2022

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მასთან შეკითხვები აქვს. ლომჯარიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა სამართლიანად გააკრიტიკა, თუმცა თავადაც არ დგამს იმ ნაბიჯებს, რაც ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებად ჩაითვლებოდა.

„იყო საკითხები, რაშიც პრეზიდენტს ვეთანხმები. მან ძალიან სამართლიანად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება იმ განუხორციელებელი რეფორმებისა დ აიმ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ევროკავშირის და მისი უმაღლესი წარმომადგენლობის წინაშე.

თუმცა, რა თქმა უნდა, მეც მაქვს შეკითხვები პრეზიდენტთან. თუ ის თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების და კანონების მიღება იყო გაუმართლებელი, მასაც შეეძლო ემოქმედა - ან ვეტო დაედო, ან როგორც იცით, შეუძლია პრეზიდენტს შეწყალების უფლების გამოყენება და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მივმართე კიდევაც.

რატომღაც მან არ ახსენა ის, რომ რეზოლუციაში ეს საკითხიც არის მოხსენიებული და გვერდი აუარა შეწყალების საკითხს.

ამიტომ მე მაქვს მასთანაც შეკითხვები. ვთქვათ, მისი მხრიდან რატომ არ იდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რაც ჩაითვლებოდა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებად. რა თქმა უნდა, მას ბევრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა რისი მანდატიც და შესაძლებლობაც აქვს, ვფიქრობ, რომ თუკი მას პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებების შედეგად, ერთი წლის განმავლობაში საქართველო ასოცირებული ტრიოს მოწინავე ქვეყნიდან ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. ზურაბიშვილმა ამ გადაყვწტილებებს შორის დაასახელა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას „უდროო და სასჯელის მძიმე ფორმით დაკავება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]