weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კობახიძე: კიდევ კარგი მართლა მთავარსარდალი არ არის სალომე ზურაბიშვილი

15:49 ოთხშაბათი, 15 ივნისი 2022

„სალომე ზურაბიშვილს გვინდა ვუთხრათ, ვინმეს თუ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამას მას არავინ ეტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტს მეორე ფრონტის გახნის არავითარი ბერკეტი არ აქვს. საბედნიეროდ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე არ არსებობს“.

„ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ, რომ შეიძლება ვინმემ ამაში ჩაითრიოს. ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი. ამიტომ არის მთავრობა, ამიტომ არის პარლამენტი, ამიტომ გამოუცხადა ხალხმა მმართველ პარტიას, მთავრობას ნდობა, რომ რესურსი - რაციონალურად განსაჯოს ყველაფერი, არის სწორედ აქ. სალომე ზურაბიშვილი არ არის ამ ყველაფრისთვის არჩეული. საქართველოს კონსტიტუიციის მიხედვით, ის არის სიმბოლური პრეზიდენტი.

ჩვენ გვავქვს ინფორმაცია, მაგალითად იმაზე, ვინ ითხოვდა მოხალისეების გაშვებას უკრაინაში. მთავრობის ნებართვით ბორტის გაშვებას ნიშნავდა საქართველოს ჩართვას ომში და მეორე ფრონტის გახსნას, რასაც საჯაროდ ითხოვდა ოპოზიცია. შესაბამისად, ჰაერიდან არაფერი არ არის მოტანილი.

როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, ღიმილის მომგვრელია. კიდევ კარგი მართლა მთავარსარდალი არ არის სალომე ზურაბიშვილი.

40 კილომეტრში გვიყენია რუსეთის ჯარები, ორი რეგიონი წინა ხელისუფლების წყალობით ოკუპირებულია - პირდაპირ გადასცეს რუსეთის ფედერაციას და ასეთ დროს სალომე ზურაბიშვილი რომ ამბობს, მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს... არ ვიცი, რა კრიტიკას უძლებს ეს ყველაფერი.

ის ფორმალური მთავარსარდალია. კონსტიტუციის მიხედვით, არ შეუძლია სამხედრო ძალების მართვა. კონსტიტუციაში წერია, რომ მშვიდობიან დროს სამხედრო ძალებს მართავს თავდაცვის მინისტრი, ხოლო ომის პერიოდში - პრემიერ-მინისტრი. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი არის ფორმალური მთავარსარდალი და არა ფაქტობრივი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, მეორე ფრონტის თემა მოგონილია და ამ თემით არ უნდა აშინებდნენ მოსახლეობას, რომელიც ყოველდღიურად უყურებს, რა ხდება უკრაინაში: „ეს არის ფორმა, რითაც ზოგჯერ ხელისუფლება ცდილობს, რომ თავისი მოსახლეობა რაღაც წნეხის ქვეშ მოაქციოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]