weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ელენე ხოშტარიამ „იმედს“ უპასუხა რუსეთიდან თანხების ჩარიცხვის საკითხზე

14:40 ხუთშაბათი, 16 ივნისი 2022

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან „მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება“. 

ელენე ხოშტარია განმარტავს, რომ მისი მამა, გოგი ხოშტარია მემკვიდრეა ცნობილი თეატრალური მხატვრის, სოლიკო ვირსელაძის, რომელიც მარიინსკის სახელმწიფო თეატრთანაც თანამშრომლობდა.

„ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო. მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან უკვე 25 წელია. რუსეთის საავტორო ორგანიზაცია „რაოსთან“ გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა“, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

რამდენიმე დღის წინ, ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე დაასახელა იმ პირთა შორის, რომლებზეც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა დგას. ხოშტარია ამბობდა, რომ რუხაძე „ბევრ ჩრდილოვან კორუფციულ გარიგებაში“ ფიგურირებს, პროპაგანდისტული მედიების მფლობელია და ამგვარად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, რის გამოც სანქციების დაწესების საკითხი მასთან მიმართებაშიც უნდა იქნეს განხილული.

„ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა იმედი. მინდა გითხრათ, უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან.

არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ყველა ფაქტს ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ ვამხელ და გადავცემ პარტნიორებს“, – განაცხადა დღეს ხოშტარიამ.

„ელენე ხოშტარია უმძიმეს სკანდალში ეხვევა. „ქრონიკისთვის“ ცნობილი ხდება, რომ მისი ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, საკმაოდ სოლიდური თანხები ირიცხება. საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე“, – ასე დაიწყო დღეს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება 11:00 საათზე. ჟურნალისტი ამბობდა, რომ გადმორიცხვები უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგაც არ შეჩერებულა. „იმედის“ ინფორმაციით, ხოშტარიებმა რუსეთიდან გამდმორიცხული თანხების ნაწილით ბათუმში ბინა შეიძინეს. „ქრონიკის“ მომდევნო გამოშვებაში ითქვა, რომ მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან და მოსკოვის დიდი თეატრიდან, ჯამში 150 ათას დოლარამდე აქვს მიღებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]